საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №107/2020 დადგენილების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2026 წლის 11 თებერვლის №2583/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 19 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს თემურ შენგელიას მიენიჭოს ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედალი.
2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე